среда, 2 декабря 2009 г.

სათვალე


        სათვალის გამოგონებამდე მხედველობის გასაუმჯობესებლად იყენებდნენ პოლირებულ კრისტალებს ან ერთი თვალისთვის განკუთვნილ შუშის ნატეხებს. ის, რომ მინის ბურთულები საგნებს ადიდებს, ოდითგანვე შემჩნეული იყო.
        უძველესი სათვალეები ნაპოვნია ეგვიპტის ფარაონ ტუტანხამონის სარკოფაგში. ეს იყო ზურმუხტის ორი ცალი ძალიან თხელი გაქლიბული ნატეხით, რომლებიც შეერთებული იყო ბრინჯაოს ფირფიტებით ჩარჩოს მსგავსად.
ძველ საბერძნეთში კუნძულ კრიტოსზე ნაპოვნია მთის ბროლისგან დამზადებული ოპტიკური ლინზები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იყო მხედველობის კორექციისთვისაც.
          სამწუხაროდ, არ შემონახულა ცნობა, თუ ვინ გამოიგონა ეს მეტად საჭირო ნივთი. ერთ–ერთი ვერსიით, სათვალე შექმნა ინგლისელმა ბერმა როჯერ ბეკონმა 1266 წელს. ის თურმე ცდას ატარებდა კვარცის კრისტალებზე და მიიღო გამადიდებელი შუშა. ბერმა მინა ანგარიშმიუცემლად დადო გადაშლილ წიგნზე და გაოცდა, როცა მან ნაწერი გაადიდა. მას შემდეგ ბეიკონი კითხვის დროს გამადიდებელ შუშას იყენებდა.
სათვალის შესახებ მეორე ცნობას გვაწვდის 1352 წლით დათარიღებული ფერწერული ტილო. ნახატზე გამოსახულია იტალიელი კარდინალი, რომელსაც თვალებზე მავთულით გადაბმული ორი ლინზა უკეთია.
       ქალაქ ფლორენციაში საფლავის ქვას აწერია: ,, აქ განისვენებს სადვინო და არმაგო ფლორენცი, სათვალეების გამომგონებელი, ღმერთმა შეუნდოს ცოდვები. 1317 წ". ე.ი. სათვალის ხმარება მე-14 საუკუნიდან დაუწყიათ ფლორენციაში.
საგულისხმოა, რომ ეკლესიამ თავიდან შერისხა სათვალე და მისი გამომგონებელიც, მაგრამ ძალიან მალე შეურიგდა ამ სიახლეს, რადგან სათვალის პოპულარობა ძალზე სწრაფად იზრდებოდა.
      მე-16 საუკუნეში ევროპას სათვალით ამარაგებდნენ გერმანია და იტალია.
                                                                      გვანცა უგრეხელიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий