среда, 2 декабря 2009 г.

მხატვრების პროფესიული საიდუმლოებები (კამერა ობსკურა)

ერთ-ერთი რთული მოწყობილობა, რომელსაც მხატვრები იყენებდნენ, იყო “კამერა ობსკურა”.   თავდაპირველად, ეს მართლაც ბნელი ოთახი იყო, რომლის ერთ კუთხეში პაწაწინა ხვრელი იყო გაკეთებულუი, საიდანაც სინათლის ვიწრო სხივი შედიოდა. როცა სხივი პრტყელ ზედაპირს ეცემოდა, ზედაპირზე რჩებოდა იმის პროექცია, რაც განათებულ ოთახში მდებარეობდა. ბნელ ოთახში მხატვარი სხივს ქაღალდის ფურცელს ახვედრებდა და ზედ პროეცირებულ გამოსახულებას კონტურს ავლებდა. მკვეთრი გამოსახულების მისაღებად ლინზებს იყენებდნენ. დროთა განმავლობაში ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს მოწყობილობა შეიძლება გაცილებით უფრო მცირე ზომებისა ყოფილიყო. საბოლოოდ ის პატარა ყუთად იქცა და თანამედროვე ფოტოკამერას დაემსგავსა.
      არსებობს უამრავი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ორი ცნობილი მხატვარი, იან ვერმეერი და კანალეტო ესკიზებს ,,კამერა ობსკურას” დახმარებით ქმნიდნენ.   ჯოშუა რეინოლდსს გადასატანი კამერაც კი ჰქონდა, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში დიდ, სქელყდიან წიგნის მსგავს ყუთში ეტეოდა. რეინოლდსი, სავარაუდოდ, დამხმარე მოწყობილობების ხმარებას საიდუმლოდ ინახავდა. შესაძლოა ასეთი მოწყობილობები სხვა მხატვრებსაც ჰქონდათ, მაგრამ ამის დამადასტურებელი ცალსახა მონაცემები არ არსებობს.
XVI საუკუნის მხატვრები, მათ შორის, გერმანელი დიურერი, დიდი სიამოვნებით აქვეყნებდნენ მარტივი ოპტიკური ხელსაწყოების სურათებს, რათა თავიანთ კოლეგებს დახმარებოდნენ. თუმცა, უფრო რთულ იარაღებს, რომლებიც ლინზებსა და სარკეებს შეიცავდა, საიდუმლოდ ინახავდნენ. იმ დროისთვის ეს იარაღები უკვე არსებობდა, მაგრამ მრავალი ადამიანი ფიქრობდა, რომ მხატვრები ჯადოქრობას იყენებდნენ, რაც სიკვდილით ისჯებოდა. ამიტომ ყველა, ვინც ასეთ ხელსაწყოს იყენებდა, ჩუმად უნდა ყოფილიყო. ამის გამო ჩვენთვის უცნობია, თუ რამდენ მხატვარს ჰქონდა ეს ხელსაწყო.
     “კამერა ობსკურა” მხატვრებს სამგანზომილებიანი გამოსახულების ორგანზომილებიან სიბრტყეზე უფრო ზუსტად გადატანაში ეხმარებოდა, თუმცა მას ბევრი ნაკლიც ჰქონდა. ადრეული, ოთახის სიდიდის კამერები მოუხერხებელი ასაწყობი იყო. პროეცირებული გამოსახულება თავდაყირა იდგა, ამიტომ მხატვარს მის ამოსაბრუნებლად სარკეებისგან დამზადებული რთული ხელსაწყო უნდა გამოეყენებინა. ამის გარდა, კამერების შიგნით გამეფებული სიბნელე ფერების სათანადოდ დანახვას ართულებდა. ამიტომ კამერა მარტო ესკიზებისთვის გამოიყენებოდა. სარკეებსა და ლინზებს საწყისი გამოსახულების გაუმჯობესება შეეძლო, მაგრამ ისინი ძალიან ძვირად ფასობდა, თანაც მათი გამოყენების დროსაც კი გამოსახულება მახინჯდებოდა. ასე რომ, დამაკმაყოფილებელი გამოსახულების მისაღებათ მხატვარს დიდი ოსტატობა სჭირდებოდა.
         პირველ სურათზე ნაჩვენებია, თუ როგორ იყენებდნენ მხატვრები ადრეულ ,,კამერა ობსკურას”. მეორე სურათზე კი წარმოდგენილია სარკეებითა და ლინზებით აღჭურვილი კამერა.

 
წყარო:  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა:
             “მხატვრობა მოსწავლეთათვის”, გვერდი 121  

                                               თამუნა მუზაშვილი        

1 комментарий:

  1. Casinos Near Philadelphia – Closest Ones to Casinos Near Philadelphia
    casinos that offer 정읍 출장마사지 bingo, 하남 출장안마 live dealer games and an array of 아산 출장안마 table 부천 출장마사지 games. In a 김해 출장마사지 state where gamblers have

    ОтветитьУдалить