среда, 2 декабря 2009 г.

ფოტოაპარატი


         ფოტოგრაფია   მეცნიერების ტექნიკისა და კულტურის დარგია. იგი მოიცავს შუქმგრძნობიარე მასალაზე ხანგამძლე გამოსახულებათა ან ოპტიკურ სიგნალთა მიღების მეთოდებისა და საშუალებების დამუშავებას შუქმგრძნობიარე შრეში.
          თავდაპირველად ფოტოგრაფიის გამოგონებისას ერთი სურათის გამომჟღავნებას თითქმის ერთი დღე სჭირდებოდა . ახალი ტექნოლოგია თანდათანობით პოპულარული გახდა გაუმჯობესდა შუქმგრძნობიარე მასალაც, რომელიც ადამიანებს მომენტალური ფოტოს მიღების საშუალებას აძლევდა. 
             პირველი ფოტო 1826 წელს ფრანგმა ინჟინერმა ჟოზეფ ნიეფსმა (Nicéphore Niepce) გადაიღო.  შუქმგრძნობიარე მასალაზე ობიექტის გასამჟღავნებლად მას დაახლოებით რვა საათი დასჭირდა. ნიეფსი 1833 წელს გარდაიცვალა. მან ვეღარ მოახერხა პროცესის სრულყოფა, რომელშიც შუქმგრძნობიარე მასალად ბიტუმი უნდა ყოფილიყო გამოყენებული. მისი პარტნიორი ლუის დაგერო (Jacques Daguerre) ამ ექსპერიმენტზე მუშაობას განაგრძობდა და 1839 წლის იანვარში საზეიმოდ გაამხილა დაგეროტიპიის პროცესი, რომლის დროსაც ფარულგამოსახულებიანი ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლისწყლის ორთქლით, ხოლო გამჟღავნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ეს შედარებით სუსტ აპარატს წარმოადგენს და მის შრეზე გამოსახულება 15-30 წუთში მიიღებოდა.
        თავდაპირველად ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულების მიღება დროის ისეთ მონაკვეთში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროსთან შედარებით, რაც მხატვარს დასჭირდებოდა ამავე მიზნის მისაღწევად. პრაქტიკული ფოტოგრაფიის დანერგვა კი გულისხმობდა, რომ რეალური სურათები ყველასათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ასე რომ, ახალი ტექნიკა ყურადღების ცენტრში მოექცა. დაგეროს სისტემაში საბოლოო სურათის მისაღებად ფოტოგრაფიულ აპარატში არსებული შუქმგრძნობიარე მასალა ქიმიურად მუშავდებოდა. ასე რომ თუ ერთზე მეტი სურათი იყო საჭირო ფოტოგრაფიულ აპარატში რამდენიმე შუქმგრძნობიარე მასალა უნდა ჩადებულიყო. ეს შეზღუდვა მალე მოიხსნა, რადგანაც ინგლისელმა უილიამ ჰენრი ფოქს ტოლბოტმა დემონსტრაციულად წარმოადგინა პირველი დამუშავებული შუქმგრძნობიარე ქაღალდი რომლიდანაც მიიღებოდა არა პოზიტივი არამედ ნეგატივი რაც ნებისმიერი რაოდენობის პოზიტივის დამზადების შესაძლებლობას იძლეოდა.
        ნეგატივ-პოზიტივის პროცესში პოტოგრაფიულ აპარატში არსებული შუქმგრძნობიარე მასალა მუშავდება ნეგატივის მისაღებად. ეს არის გამოსახულება, რომელშიც ღია ფერები მუქად ჩანს მუქები კი - ღიად. დამუშავების მეორე ეტაპზე ნეგატივი გამოიყენება ახალ შუქმგრძნობიარე მასალაზე გამოსახულების მისაღებად, ამ დროს უკვე ფერები თავის ადგილზეა. ფოქს ტოლბოტის პირველი ფოტოები 1835 წლით თარიღდება. მასზე ასახულია თავისი სახლის ფანჯარა. შუქმგრძნობიარე მასალა შედგება საწერი ფურცლისაგან, რომელიც დაფარულია ვერცხლისწყლის ქლორიდით. მასზე გამოსახულების გამჟღავნებას დაახლოებით 30 წუთი სჭირდებოდა.
       მოგვიანებით ფოტოგრაფიულ სისტემებში ნეგატივი მინის შრეზე ან ფირზე ფორმირდებოდა. შემდეგ 1889 წელს კოდაკმა გამოიგონა ფოტოაპარატი, რომელსაც გადატვირთის გარეშე რამდენიმე სურათის გადაღება შეეძლო. ამ პერიოდში შუქმგრძნობიარე და მშრალი ჟელატინის შრეების მგრძნობიარობა იმდენად გაიზარდა, რომ გამჟღავნების პერიოდში რამდენიმე წუთამდე დავიდა. გამოსახულების შექცევის პროცესის გამოყენების შედეგად მიიღებოდა უშუალოდ პოზიტიური გამოსახულება. დაინერგა დიფუზური ფოტოგრაფიული პროცესი, რომლის დროსაც ფოტოსურათი სწრაფად მიიღებოდა გადაღებისა და გაამოსახულების უშუალოდ ფოტოკამერაში გამჟღავნებისთანავე.   ასეთი სახის ფოტოების გადაღება ადამიანებისათვის პოპულარულ ჰობის წარმოადგენდა.
      პირველი ფოტოაპარატები მძიმე და ვეებერთელა საპავილიონო და საგზაო კამერებს წარმოადგენდნენ. თანდათანობით ისინი შეცვალა მცირეფორმატიანმა ფოტოაპარატებმა რომელთაც მუშაობის გასაადვილებლად სხვადასხვა დამხმარე მოწყობილობები ჰქონდათ ფოტოაპარატების სრულყოფასთან ერთად ვითარდებოდა სპეციალიზირებული აპარატების კონსტრუირება.
      ეს ტექნიკა აბსოლუტურად ადეკვატურად მოქმედებდა, როდესაც გამჟღავნების დროს შედარებით გრძელი იყო, მაგრამ როდესაც გამჟღავნების დრო რამდენიმე წუთამდე დაიყვანეს, მექანიკურად მომართული ოპტიკური მოდულატორი გახდა საჭირო.
ტიპიურ ერთობიექტიან სარკიან ფოტოგრაფიულ აპარატს გააჩნია რამდენიმე ოპტიკური მოდულატორი რომელთა მოქმედების სიჩქარე წამში 1/1000 ან 1/500 შეადგენს. ზოგიერთი ოპტიკური მოდულატორი მთლიანად მექანიკურია, ხოლო უფრო თანამედროვე -  ელექტრონული და მინი-კომპიუტერებით იმართება.
      ერთობიექტიანი სარკიანი ფოტოგრაფიული აპარატის ტელეობიექტივი 35მმ შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აპარატის შიდა ნაწილი შავია, მას მაინც სჭირდება შუქშეუღწევი კამერა, რომელიც გადაღებულ კადრს გაფუჭებისგან იცავს.
      უმარტივეს ფოტოგრაფიულ კამერებსაც კი გააჩნიათ ფოკუსის ლინზა მას მცირე აპარატურა გააჩნია და ისეა მოწყობილი რომ ყველაფერი გარდა ძალიან ახლოს მოტანილი საგნებისა მკვეთრად აღიქმება.
      ფოკუსების ყველაზე მარტივი ხერხია ობიექტივის ჩარჩოზე მდებარე ინდექსის შეთავსება მანძილთა სკალაზე მდებარე ერთ-ერთ დანაყოფთან, გადაღების ობიექტამდე მანძილი კი თვალით იზომება. დაფოკუსების დასაჩქარებლად მანძილთა სკალას ზოგჯერ რამდენიმე უბნად ყოფენ რომელთაგანაც ყოველი შეესაბამება გადაღების ხასიათს, მანძილთა სკალაზე აღნიშნულია ყოველი სიუჟეტის შესაბამისი სიმბოლო სხვადასხვა ფოკუსური მანძილის ლინზით, ფოტოგრაფს შეუძლია დაადგინოს სივრცის რა ტერიტორიის გადაღება მოხდა, ფართოკუთხიანი ლინზა კადრში ხალხის მასას ათავსებს, ტელეობიექტივის ჩარჩოს მხედველობის არეში კი მხოლოდ ერთი ადამიანი ხვდება. ფოკუსური მანძილების მარეგულირებელ ლინზას ცვლადფოკუსმანძილიანი ეწოდება.
დანიშნულების მიხედვით ფოტოგრაფიულინ აპარატი შეიძლება იყოს მოყვარულთა, პროფესიული და სპეციალური. მოყვარულთა და პროფესიული აპარატებით იღებენ ადამიანთა ჯგუფს, პორტრეტებს, პეიზაჟებსა და სხვა. სპეციალური აპარატები კი ფოტოტექნიკური სამუშაოებისა და სხვა სპეციალური სახეობისათვის გამოიყენება. გამოყენაბის დარგზე დამოუკიდებლად ფოტოგრაფია შეიძლება დაიყოს ცალკეულ სახეობებად მაგალითად: განასხვავებენ შავ-თეთრ და ფერად ფოტოგრაფიას.
ფოტოგრაფიას ფართოდ იყენებენ მედიცინაში, კრიმინალისტიკაში და სხვა დარგებში.
ფოტოგრაფიული გამოსახულების სიმკვეთრე არის სხვადასხვა ექსპოზიციის მქონე ფოტოგამოსახულების 2 უბანს შორის საზღვარის მკაფიოობის ხარისხი, გარემომცველი ფონისაგან სიკაშკაშით განსხვავებული ობიექტის გამოსახულების საზღვარი ყოველთვის მკრთალია . ფოტოგრაფიული გამოსახულების სიმკვეთრე ახასიათებს ფოტოგამოსახულების შედარებით მსხვილი დეტალების აღწარმოების ხარისხი .  ობიექტამდე მუდმივი მანძილის შემთხვევაში საუკეთესო ფოტოგრაფიული გამოსახულების სიმკვეთრისა და უდიდესი გარჩევის უნარის მქონე ფოტოსურათების მისაღებად საჭიროა ფოტოგრაფიული ობიექტივის 2 სხვადასხვანაირი დაფოკუსება.
წყარო:
ნატო ჩილინგარაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий