пятница, 4 декабря 2009 г.

კამერა ობსკურა

კამერა ობსკურა (ლათ. camera obscūra – ბნელი ოთახი) – უმარტივესი ხელსაწყოა, რომელიც იძლევა ობიექტების ოპტიკური გამოსახულების მიღების საშუალებას. იგი წარმოადგენს შუქგაუმტარ ყუთს, ერთ კედელზე ხვრელითა და მოპირდაპირე კედელზე ეკრანით (მქრქალი მინით ან თხელი თეთრი ქაღალდით.
      სინათლის სხივები, გადიან რა დაახლ. 0,5–5 მმ დიამეტრის ხვრელში, ეკრანზე ქმნიან შებრუნებულ გამოსახულებას. კამერა ობსკურას საფუძველზე შექმნილი იყო ზოგიერთი ფოტოკამერა.
     კამერა ობსკურა არ უზრუნველყოფს გამოსახულების მაღალ სიმკვეთრეს. გარკვეულ საზღვრამდე გამოსახულების სიმკვეთრე შეიძლება გაიზარდოს ხვრელის დიამეტრის შემცირებით, მაგრამ ზედმეტად შემცირების დროს მჟღავნდება დიფრაქციის ეფექტები და გამოსახულება კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. ობსკურა ხასიათდება გამოსახული სივრცის დიდი სიღრმით.
                         ისტორია
    პირველი კამერა ობსკურები წარმოადგენდნენ ჩაბნელებულ ოთახებს (ან დიდ ყუთებს) ერთ–ერთ კედელზე ხვრელით. კამერა ობსკურას ხსენება ჩვ.წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში გვხვდება: ჩინელი ფილოსოფოსის - მო დის მიმდევრებმა – მოისტებმა–აღწერეს ჩაბნელებული ოთახის კედელზე შებრუნებული გამოსახულების გაჩენა. კამერა ობსკურა ნახსენებია არისტოტელესთანაც. მეათე საუკუნის არაბმა ფიზიკოსმა და მათემატიკოსმა იბნ ალ ხაისამმა (ალხაზენმა) კამერა ობსკურას შესწავლის დროს გამოიტანა დასკვნა სინათლის წრფივი გავრცელების შესახებ.
    როგორც ჩანს, ნატურიდან ხატვისთვის კამერა ობსკურა პირველმა გამოიყენა ლეონარდო და ვინჩიმ. მან აგრეთვე დაწვრილებით აღწერა იგი თავის „ ფერწერის ტრაქტატში“.
1686 წელს იოჰან ცანმა დააპროექტა პორტატული კამერა ობსკურა, რომელიც აღჭურვილი იყო 450 ით დახრილი სარკით და გამოსახულებას იძლეოდა გაუმჭვირვალე ჰორიზონტალურ ფირფიტაზე. რაც მხატვრებს საშუალებას აძლევდა პეიზაჟები ქაღალდზე გადაეტანათ.
     იმდროინდელი კამერა ობსკურები წარმოადგენდნენ დიდ ყუთებს სარკეების სისტემით სინათლის გადახრისთვის. ხშირად ჩვეულებრივი ხვრელის მაგივრად გამოიყენებოდა ობიექტივი (ჩვეულებრივ, ერთმაგი ლინზა) რაც გამოსახულების სიმკვეთრის და განათების გაზრდის საშუალებას იძლეოდა. ოპტიკის განვითარებასთან ერთად ობიექტივი რთულდებოდა, ხოლო შუქმგრძნობიარე მასალების გამოგონების შენდეგ კამერა ობსკურა გადაიქცა ფოტოაპარატად.
წყარო: www.ru.wikipedia.org
                                     ანა ყურულიშვილი

среда, 2 декабря 2009 г.

მხატვრების პროფესიული საიდუმლოებები (კამერა ობსკურა)

ერთ-ერთი რთული მოწყობილობა, რომელსაც მხატვრები იყენებდნენ, იყო “კამერა ობსკურა”.   თავდაპირველად, ეს მართლაც ბნელი ოთახი იყო, რომლის ერთ კუთხეში პაწაწინა ხვრელი იყო გაკეთებულუი, საიდანაც სინათლის ვიწრო სხივი შედიოდა. როცა სხივი პრტყელ ზედაპირს ეცემოდა, ზედაპირზე რჩებოდა იმის პროექცია, რაც განათებულ ოთახში მდებარეობდა. ბნელ ოთახში მხატვარი სხივს ქაღალდის ფურცელს ახვედრებდა და ზედ პროეცირებულ გამოსახულებას კონტურს ავლებდა. მკვეთრი გამოსახულების მისაღებად ლინზებს იყენებდნენ. დროთა განმავლობაში ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს მოწყობილობა შეიძლება გაცილებით უფრო მცირე ზომებისა ყოფილიყო. საბოლოოდ ის პატარა ყუთად იქცა და თანამედროვე ფოტოკამერას დაემსგავსა.
      არსებობს უამრავი დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ ორი ცნობილი მხატვარი, იან ვერმეერი და კანალეტო ესკიზებს ,,კამერა ობსკურას” დახმარებით ქმნიდნენ.   ჯოშუა რეინოლდსს გადასატანი კამერაც კი ჰქონდა, რომელიც დაკეცილ მდგომარეობაში დიდ, სქელყდიან წიგნის მსგავს ყუთში ეტეოდა. რეინოლდსი, სავარაუდოდ, დამხმარე მოწყობილობების ხმარებას საიდუმლოდ ინახავდა. შესაძლოა ასეთი მოწყობილობები სხვა მხატვრებსაც ჰქონდათ, მაგრამ ამის დამადასტურებელი ცალსახა მონაცემები არ არსებობს.
XVI საუკუნის მხატვრები, მათ შორის, გერმანელი დიურერი, დიდი სიამოვნებით აქვეყნებდნენ მარტივი ოპტიკური ხელსაწყოების სურათებს, რათა თავიანთ კოლეგებს დახმარებოდნენ. თუმცა, უფრო რთულ იარაღებს, რომლებიც ლინზებსა და სარკეებს შეიცავდა, საიდუმლოდ ინახავდნენ. იმ დროისთვის ეს იარაღები უკვე არსებობდა, მაგრამ მრავალი ადამიანი ფიქრობდა, რომ მხატვრები ჯადოქრობას იყენებდნენ, რაც სიკვდილით ისჯებოდა. ამიტომ ყველა, ვინც ასეთ ხელსაწყოს იყენებდა, ჩუმად უნდა ყოფილიყო. ამის გამო ჩვენთვის უცნობია, თუ რამდენ მხატვარს ჰქონდა ეს ხელსაწყო.
     “კამერა ობსკურა” მხატვრებს სამგანზომილებიანი გამოსახულების ორგანზომილებიან სიბრტყეზე უფრო ზუსტად გადატანაში ეხმარებოდა, თუმცა მას ბევრი ნაკლიც ჰქონდა. ადრეული, ოთახის სიდიდის კამერები მოუხერხებელი ასაწყობი იყო. პროეცირებული გამოსახულება თავდაყირა იდგა, ამიტომ მხატვარს მის ამოსაბრუნებლად სარკეებისგან დამზადებული რთული ხელსაწყო უნდა გამოეყენებინა. ამის გარდა, კამერების შიგნით გამეფებული სიბნელე ფერების სათანადოდ დანახვას ართულებდა. ამიტომ კამერა მარტო ესკიზებისთვის გამოიყენებოდა. სარკეებსა და ლინზებს საწყისი გამოსახულების გაუმჯობესება შეეძლო, მაგრამ ისინი ძალიან ძვირად ფასობდა, თანაც მათი გამოყენების დროსაც კი გამოსახულება მახინჯდებოდა. ასე რომ, დამაკმაყოფილებელი გამოსახულების მისაღებათ მხატვარს დიდი ოსტატობა სჭირდებოდა.
         პირველ სურათზე ნაჩვენებია, თუ როგორ იყენებდნენ მხატვრები ადრეულ ,,კამერა ობსკურას”. მეორე სურათზე კი წარმოდგენილია სარკეებითა და ლინზებით აღჭურვილი კამერა.

 
წყარო:  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა:
             “მხატვრობა მოსწავლეთათვის”, გვერდი 121  

                                               თამუნა მუზაშვილი        

სათვალე


        სათვალის გამოგონებამდე მხედველობის გასაუმჯობესებლად იყენებდნენ პოლირებულ კრისტალებს ან ერთი თვალისთვის განკუთვნილ შუშის ნატეხებს. ის, რომ მინის ბურთულები საგნებს ადიდებს, ოდითგანვე შემჩნეული იყო.
        უძველესი სათვალეები ნაპოვნია ეგვიპტის ფარაონ ტუტანხამონის სარკოფაგში. ეს იყო ზურმუხტის ორი ცალი ძალიან თხელი გაქლიბული ნატეხით, რომლებიც შეერთებული იყო ბრინჯაოს ფირფიტებით ჩარჩოს მსგავსად.
ძველ საბერძნეთში კუნძულ კრიტოსზე ნაპოვნია მთის ბროლისგან დამზადებული ოპტიკური ლინზები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იყო მხედველობის კორექციისთვისაც.
          სამწუხაროდ, არ შემონახულა ცნობა, თუ ვინ გამოიგონა ეს მეტად საჭირო ნივთი. ერთ–ერთი ვერსიით, სათვალე შექმნა ინგლისელმა ბერმა როჯერ ბეკონმა 1266 წელს. ის თურმე ცდას ატარებდა კვარცის კრისტალებზე და მიიღო გამადიდებელი შუშა. ბერმა მინა ანგარიშმიუცემლად დადო გადაშლილ წიგნზე და გაოცდა, როცა მან ნაწერი გაადიდა. მას შემდეგ ბეიკონი კითხვის დროს გამადიდებელ შუშას იყენებდა.
სათვალის შესახებ მეორე ცნობას გვაწვდის 1352 წლით დათარიღებული ფერწერული ტილო. ნახატზე გამოსახულია იტალიელი კარდინალი, რომელსაც თვალებზე მავთულით გადაბმული ორი ლინზა უკეთია.
       ქალაქ ფლორენციაში საფლავის ქვას აწერია: ,, აქ განისვენებს სადვინო და არმაგო ფლორენცი, სათვალეების გამომგონებელი, ღმერთმა შეუნდოს ცოდვები. 1317 წ". ე.ი. სათვალის ხმარება მე-14 საუკუნიდან დაუწყიათ ფლორენციაში.
საგულისხმოა, რომ ეკლესიამ თავიდან შერისხა სათვალე და მისი გამომგონებელიც, მაგრამ ძალიან მალე შეურიგდა ამ სიახლეს, რადგან სათვალის პოპულარობა ძალზე სწრაფად იზრდებოდა.
      მე-16 საუკუნეში ევროპას სათვალით ამარაგებდნენ გერმანია და იტალია.
                                                                      გვანცა უგრეხელიძე

ლინზები

ფოტოაპარატი


         ფოტოგრაფია   მეცნიერების ტექნიკისა და კულტურის დარგია. იგი მოიცავს შუქმგრძნობიარე მასალაზე ხანგამძლე გამოსახულებათა ან ოპტიკურ სიგნალთა მიღების მეთოდებისა და საშუალებების დამუშავებას შუქმგრძნობიარე შრეში.
          თავდაპირველად ფოტოგრაფიის გამოგონებისას ერთი სურათის გამომჟღავნებას თითქმის ერთი დღე სჭირდებოდა . ახალი ტექნოლოგია თანდათანობით პოპულარული გახდა გაუმჯობესდა შუქმგრძნობიარე მასალაც, რომელიც ადამიანებს მომენტალური ფოტოს მიღების საშუალებას აძლევდა. 
             პირველი ფოტო 1826 წელს ფრანგმა ინჟინერმა ჟოზეფ ნიეფსმა (Nicéphore Niepce) გადაიღო.  შუქმგრძნობიარე მასალაზე ობიექტის გასამჟღავნებლად მას დაახლოებით რვა საათი დასჭირდა. ნიეფსი 1833 წელს გარდაიცვალა. მან ვეღარ მოახერხა პროცესის სრულყოფა, რომელშიც შუქმგრძნობიარე მასალად ბიტუმი უნდა ყოფილიყო გამოყენებული. მისი პარტნიორი ლუის დაგერო (Jacques Daguerre) ამ ექსპერიმენტზე მუშაობას განაგრძობდა და 1839 წლის იანვარში საზეიმოდ გაამხილა დაგეროტიპიის პროცესი, რომლის დროსაც ფარულგამოსახულებიანი ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლისწყლის ორთქლით, ხოლო გამჟღავნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით ეს შედარებით სუსტ აპარატს წარმოადგენს და მის შრეზე გამოსახულება 15-30 წუთში მიიღებოდა.
        თავდაპირველად ფოტოგრაფიის მიზანი იყო პორტრეტული ან ნატურალური გამოსახულების მიღება დროის ისეთ მონაკვეთში, რომელიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა იმ დროსთან შედარებით, რაც მხატვარს დასჭირდებოდა ამავე მიზნის მისაღწევად. პრაქტიკული ფოტოგრაფიის დანერგვა კი გულისხმობდა, რომ რეალური სურათები ყველასათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ასე რომ, ახალი ტექნიკა ყურადღების ცენტრში მოექცა. დაგეროს სისტემაში საბოლოო სურათის მისაღებად ფოტოგრაფიულ აპარატში არსებული შუქმგრძნობიარე მასალა ქიმიურად მუშავდებოდა. ასე რომ თუ ერთზე მეტი სურათი იყო საჭირო ფოტოგრაფიულ აპარატში რამდენიმე შუქმგრძნობიარე მასალა უნდა ჩადებულიყო. ეს შეზღუდვა მალე მოიხსნა, რადგანაც ინგლისელმა უილიამ ჰენრი ფოქს ტოლბოტმა დემონსტრაციულად წარმოადგინა პირველი დამუშავებული შუქმგრძნობიარე ქაღალდი რომლიდანაც მიიღებოდა არა პოზიტივი არამედ ნეგატივი რაც ნებისმიერი რაოდენობის პოზიტივის დამზადების შესაძლებლობას იძლეოდა.
        ნეგატივ-პოზიტივის პროცესში პოტოგრაფიულ აპარატში არსებული შუქმგრძნობიარე მასალა მუშავდება ნეგატივის მისაღებად. ეს არის გამოსახულება, რომელშიც ღია ფერები მუქად ჩანს მუქები კი - ღიად. დამუშავების მეორე ეტაპზე ნეგატივი გამოიყენება ახალ შუქმგრძნობიარე მასალაზე გამოსახულების მისაღებად, ამ დროს უკვე ფერები თავის ადგილზეა. ფოქს ტოლბოტის პირველი ფოტოები 1835 წლით თარიღდება. მასზე ასახულია თავისი სახლის ფანჯარა. შუქმგრძნობიარე მასალა შედგება საწერი ფურცლისაგან, რომელიც დაფარულია ვერცხლისწყლის ქლორიდით. მასზე გამოსახულების გამჟღავნებას დაახლოებით 30 წუთი სჭირდებოდა.
       მოგვიანებით ფოტოგრაფიულ სისტემებში ნეგატივი მინის შრეზე ან ფირზე ფორმირდებოდა. შემდეგ 1889 წელს კოდაკმა გამოიგონა ფოტოაპარატი, რომელსაც გადატვირთის გარეშე რამდენიმე სურათის გადაღება შეეძლო. ამ პერიოდში შუქმგრძნობიარე და მშრალი ჟელატინის შრეების მგრძნობიარობა იმდენად გაიზარდა, რომ გამჟღავნების პერიოდში რამდენიმე წუთამდე დავიდა. გამოსახულების შექცევის პროცესის გამოყენების შედეგად მიიღებოდა უშუალოდ პოზიტიური გამოსახულება. დაინერგა დიფუზური ფოტოგრაფიული პროცესი, რომლის დროსაც ფოტოსურათი სწრაფად მიიღებოდა გადაღებისა და გაამოსახულების უშუალოდ ფოტოკამერაში გამჟღავნებისთანავე.   ასეთი სახის ფოტოების გადაღება ადამიანებისათვის პოპულარულ ჰობის წარმოადგენდა.
      პირველი ფოტოაპარატები მძიმე და ვეებერთელა საპავილიონო და საგზაო კამერებს წარმოადგენდნენ. თანდათანობით ისინი შეცვალა მცირეფორმატიანმა ფოტოაპარატებმა რომელთაც მუშაობის გასაადვილებლად სხვადასხვა დამხმარე მოწყობილობები ჰქონდათ ფოტოაპარატების სრულყოფასთან ერთად ვითარდებოდა სპეციალიზირებული აპარატების კონსტრუირება.
      ეს ტექნიკა აბსოლუტურად ადეკვატურად მოქმედებდა, როდესაც გამჟღავნების დროს შედარებით გრძელი იყო, მაგრამ როდესაც გამჟღავნების დრო რამდენიმე წუთამდე დაიყვანეს, მექანიკურად მომართული ოპტიკური მოდულატორი გახდა საჭირო.
ტიპიურ ერთობიექტიან სარკიან ფოტოგრაფიულ აპარატს გააჩნია რამდენიმე ოპტიკური მოდულატორი რომელთა მოქმედების სიჩქარე წამში 1/1000 ან 1/500 შეადგენს. ზოგიერთი ოპტიკური მოდულატორი მთლიანად მექანიკურია, ხოლო უფრო თანამედროვე -  ელექტრონული და მინი-კომპიუტერებით იმართება.
      ერთობიექტიანი სარკიანი ფოტოგრაფიული აპარატის ტელეობიექტივი 35მმ შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აპარატის შიდა ნაწილი შავია, მას მაინც სჭირდება შუქშეუღწევი კამერა, რომელიც გადაღებულ კადრს გაფუჭებისგან იცავს.
      უმარტივეს ფოტოგრაფიულ კამერებსაც კი გააჩნიათ ფოკუსის ლინზა მას მცირე აპარატურა გააჩნია და ისეა მოწყობილი რომ ყველაფერი გარდა ძალიან ახლოს მოტანილი საგნებისა მკვეთრად აღიქმება.
      ფოკუსების ყველაზე მარტივი ხერხია ობიექტივის ჩარჩოზე მდებარე ინდექსის შეთავსება მანძილთა სკალაზე მდებარე ერთ-ერთ დანაყოფთან, გადაღების ობიექტამდე მანძილი კი თვალით იზომება. დაფოკუსების დასაჩქარებლად მანძილთა სკალას ზოგჯერ რამდენიმე უბნად ყოფენ რომელთაგანაც ყოველი შეესაბამება გადაღების ხასიათს, მანძილთა სკალაზე აღნიშნულია ყოველი სიუჟეტის შესაბამისი სიმბოლო სხვადასხვა ფოკუსური მანძილის ლინზით, ფოტოგრაფს შეუძლია დაადგინოს სივრცის რა ტერიტორიის გადაღება მოხდა, ფართოკუთხიანი ლინზა კადრში ხალხის მასას ათავსებს, ტელეობიექტივის ჩარჩოს მხედველობის არეში კი მხოლოდ ერთი ადამიანი ხვდება. ფოკუსური მანძილების მარეგულირებელ ლინზას ცვლადფოკუსმანძილიანი ეწოდება.
დანიშნულების მიხედვით ფოტოგრაფიულინ აპარატი შეიძლება იყოს მოყვარულთა, პროფესიული და სპეციალური. მოყვარულთა და პროფესიული აპარატებით იღებენ ადამიანთა ჯგუფს, პორტრეტებს, პეიზაჟებსა და სხვა. სპეციალური აპარატები კი ფოტოტექნიკური სამუშაოებისა და სხვა სპეციალური სახეობისათვის გამოიყენება. გამოყენაბის დარგზე დამოუკიდებლად ფოტოგრაფია შეიძლება დაიყოს ცალკეულ სახეობებად მაგალითად: განასხვავებენ შავ-თეთრ და ფერად ფოტოგრაფიას.
ფოტოგრაფიას ფართოდ იყენებენ მედიცინაში, კრიმინალისტიკაში და სხვა დარგებში.
ფოტოგრაფიული გამოსახულების სიმკვეთრე არის სხვადასხვა ექსპოზიციის მქონე ფოტოგამოსახულების 2 უბანს შორის საზღვარის მკაფიოობის ხარისხი, გარემომცველი ფონისაგან სიკაშკაშით განსხვავებული ობიექტის გამოსახულების საზღვარი ყოველთვის მკრთალია . ფოტოგრაფიული გამოსახულების სიმკვეთრე ახასიათებს ფოტოგამოსახულების შედარებით მსხვილი დეტალების აღწარმოების ხარისხი .  ობიექტამდე მუდმივი მანძილის შემთხვევაში საუკეთესო ფოტოგრაფიული გამოსახულების სიმკვეთრისა და უდიდესი გარჩევის უნარის მქონე ფოტოსურათების მისაღებად საჭიროა ფოტოგრაფიული ობიექტივის 2 სხვადასხვანაირი დაფოკუსება.
წყარო:
ნატო ჩილინგარაშვილი

вторник, 1 декабря 2009 г.

ტელესკოპი

        ტელესკოპი  ასტრონომიული ხელსაწყოა, იყენებენ ციურ სხეულებზე დასაკვირვებლად. ტელესკოპი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,შორს ხედვას” (τῆλε - ტელე "შორი" და σκοπεῖν - სკოპეინ "ყურება"). არსებობს სამი ტიპის ტელესკოპი: ლინზიანი (რეფრაქტორები),  სარკიანი (რეფლექტორები) და სარკიან-ლინზიანი სისტემები. იყენებენ ნიუტონისეული,  კასეგრენისეული, ნესმითსეული და რიჩი-კრეტიენის ოპტიმალური სისტემის მქონე რეფლექტორებს (უკანაკნელი ყვლაზე გავრცელებულია),  სარკიან-ლინზიან სისტემიტემის შმილტის და მაკსუტოვის ტიპის ტელესკოპებს.
        ტელესკოპებისა და სინათლის რეგისტრაციის სხვადასხვა სახის მიმღებების კომბინაციას იყენებენ ციური ობიექტების ვიზუალური, ფოტოგრაფიული, სპექტრული და ფოტოელქტრული დაკვირვებებისათვის. ტელესკოპების ძირითადი მახასიათებლებია კუთხოვანი გადიდება, შუქძალა, გარჩევის უნარი და შეღწევადობა. თანამედროვე ტელესკოპები რთული ოპტიკური მექანიზმი და ელექტრონული კომპლექსია.
        ტელესკოპის დანადგარი
ტელესკოპის ნაწილი, რაზედაც დამაგრებულია ოპტიკური მილი. მისი ძირითადი ნაწილებია ფუძე ან სვეტი, ორი ერთმანეთის პერპენდიკულარული ღერძი ტელესკოპის მილის მოსაბრუნებლად ამძრავები და მობრუნების კუთხის
ათვლის სისტემა. განასხვავებენ ტელესკოპის დანადგარის ორ ძირითად ტიპს: ეკვატორულსა(პარალაქსურს) და აზიმუტურს(ჰორიზონტალურს). უკანასკნელს ალტ-აზიმუტურსაც უწოდებენ. ეკვატორულ ტელესკოპის დანადგარში ერთი ღერძი მიმართულია დედამიწის ბრუნვის ღერძის პარალელურად (საათიერი ანუ პალარული ღერძი),მეორე კი მისი პერპენდიკულარულია(დახრილობის ღერძი).აზიმიტურ ტელესკოპის დანადგარში ერთი ღერძი ვერტიკალურია და ტელესკოპს აბრუნებს აზიმუტის მიხედვით,მეორე კი რაზეც მილია დამაგრებული აბრუნებს ზენიტური მანძილის მიხედვით.
ამჟამად გამოიყენება ტელესკოპის დანადგარის სამი ტიპი: ინგლისური,გერმანული და ამერიკული.
ინგლისური ტელესკოპის დანადგარში პოლარული ღერძი ეყრდნობა მერიდიანში დადგმულ ორ ბოძს. დახრილობის ღერძის ერთ ბოლოზე დამაგრებულია მილი,მეორეზე კი - მისი გამაწონასწორებელი საპირწონე.
გერმანულ ტელესკოპის დანდგარში პოლარული ღერძის ერთ ბოლოზე დამაგრებულია მილი, ხოლო მეორეზე კი – მილის გასაწონასწორებელი საპირწონე;დანადგარი ძირითადად გამოიყენება რეფრაქტორებისა და ასტრგრაფებისათვის.
ამერუკული ტელესკოპის დანადგარში ჩანგლის ტიპის დადგმულობაა,რაზეც დამაგრებულია ჩრდილოეთისაკენ მიმართული მილი. რკინაბეტონის ბოძზე იდგმება ტელესკოპის ფუძე პოლარული ღერძით,რომლის ზედა ბოლოს უერთდება მასიური ჩანგალი.ჩანგლის ბოლოები ნახევარღერძებით შეერთებულია მილთან.ღეძის გარშემო ბრუნავს ტელესკოპის მილი. ყოფილ სსრკ-ში დადგმულ ექვსმეტრიან ტელესკოპში გამოყენებულია ალტ-აზიმუტური ტელესკოპის დანადგარი.
სპეციალური დაკვირვებისათვის გათვალისწინებულ ასტრონომიულ ინსტრუმენტებში იყენებენ უფრო რთული კონსტრუქციის მრავალღერძიან ტელესკოპის დანადგარებს.
ტელესკოპური ანტენა
მიმღებისაგან გამომსხივარე ანტენა, რომლის ელემენტებს (მაგ:ვიბრატორის მხებს) აწყობის დროს სიგრძის შესაცვლელად და არასამუშაო მდგომარეობაში გაბარიტების შესამცირებლად ამზადებენ დაახლოებით ერთნაირი ზომის გამოსაწევ მილების სახით. მილები ერთმანეთში უნდა შედიოდეს მჭიდროდ, რაც საჭიროა კარგი ელექტრული კონტაქტის უზრუნველ საყოფად საჭირო მდგომარეობაში მათი ფიქსაციისთვის.
ტელესკოპურ ანტენას იყენებენ უმთავრესად რადიომიმღებათან ერთად, აგრეთვე მიმღებ-გადამცემ რადიო სადგურებში, მოძრავ ობიექტებზე დაყენებულ ტელევიზორებთან ერთად და ოთახის სატელევიზიო ანტენად.
ტელესკოპი ვინ გამოიგონა, არ არის დადგენილი, მაგრამ ამტკიცებენ, რომ როჯერ ბეკონმა მერვე საუკუნეში. გააუმჯობესა გალილეო გალილეიმ 1609წ.
 ლიტერატურა: საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედია, IX თავი
                                                              თაზო გოძიაშვილი