пятница, 4 декабря 2009 г.

კამერა ობსკურა

კამერა ობსკურა (ლათ. camera obscūra – ბნელი ოთახი) – უმარტივესი ხელსაწყოა, რომელიც იძლევა ობიექტების ოპტიკური გამოსახულების მიღების საშუალებას. იგი წარმოადგენს შუქგაუმტარ ყუთს, ერთ კედელზე ხვრელითა და მოპირდაპირე კედელზე ეკრანით (მქრქალი მინით ან თხელი თეთრი ქაღალდით.
      სინათლის სხივები, გადიან რა დაახლ. 0,5–5 მმ დიამეტრის ხვრელში, ეკრანზე ქმნიან შებრუნებულ გამოსახულებას. კამერა ობსკურას საფუძველზე შექმნილი იყო ზოგიერთი ფოტოკამერა.
     კამერა ობსკურა არ უზრუნველყოფს გამოსახულების მაღალ სიმკვეთრეს. გარკვეულ საზღვრამდე გამოსახულების სიმკვეთრე შეიძლება გაიზარდოს ხვრელის დიამეტრის შემცირებით, მაგრამ ზედმეტად შემცირების დროს მჟღავნდება დიფრაქციის ეფექტები და გამოსახულება კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. ობსკურა ხასიათდება გამოსახული სივრცის დიდი სიღრმით.
                         ისტორია
    პირველი კამერა ობსკურები წარმოადგენდნენ ჩაბნელებულ ოთახებს (ან დიდ ყუთებს) ერთ–ერთ კედელზე ხვრელით. კამერა ობსკურას ხსენება ჩვ.წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში გვხვდება: ჩინელი ფილოსოფოსის - მო დის მიმდევრებმა – მოისტებმა–აღწერეს ჩაბნელებული ოთახის კედელზე შებრუნებული გამოსახულების გაჩენა. კამერა ობსკურა ნახსენებია არისტოტელესთანაც. მეათე საუკუნის არაბმა ფიზიკოსმა და მათემატიკოსმა იბნ ალ ხაისამმა (ალხაზენმა) კამერა ობსკურას შესწავლის დროს გამოიტანა დასკვნა სინათლის წრფივი გავრცელების შესახებ.
    როგორც ჩანს, ნატურიდან ხატვისთვის კამერა ობსკურა პირველმა გამოიყენა ლეონარდო და ვინჩიმ. მან აგრეთვე დაწვრილებით აღწერა იგი თავის „ ფერწერის ტრაქტატში“.
1686 წელს იოჰან ცანმა დააპროექტა პორტატული კამერა ობსკურა, რომელიც აღჭურვილი იყო 450 ით დახრილი სარკით და გამოსახულებას იძლეოდა გაუმჭვირვალე ჰორიზონტალურ ფირფიტაზე. რაც მხატვრებს საშუალებას აძლევდა პეიზაჟები ქაღალდზე გადაეტანათ.
     იმდროინდელი კამერა ობსკურები წარმოადგენდნენ დიდ ყუთებს სარკეების სისტემით სინათლის გადახრისთვის. ხშირად ჩვეულებრივი ხვრელის მაგივრად გამოიყენებოდა ობიექტივი (ჩვეულებრივ, ერთმაგი ლინზა) რაც გამოსახულების სიმკვეთრის და განათების გაზრდის საშუალებას იძლეოდა. ოპტიკის განვითარებასთან ერთად ობიექტივი რთულდებოდა, ხოლო შუქმგრძნობიარე მასალების გამოგონების შენდეგ კამერა ობსკურა გადაიქცა ფოტოაპარატად.
წყარო: www.ru.wikipedia.org
                                     ანა ყურულიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий